Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს კონკურსს

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური აცხადებს კონკურსს “საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტში”  მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნული პროექტი საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის ეგიდით ხორციელდება.

კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობები:

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის I, II, III, IV, V ან VI სემესტრის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი;

GPA: 3.0-ზე მეტი;

კონკურსის ეტაპები და მოთხოვნები:

მსურველებმა socpol.science@tsu.ge-ზე 2022 წლის 10 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ: ავტობიოგრაფია (CV) და აღნიშნულ პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 200 და არაუმეტეს 300 სიტყვისა).

სასწავლო სემესტრს, სტუდენტის აქტიურ სტატუსსა და GPA-ს შეამოწმებს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური.

კონკურსში გამარჯვებული სამი კანდიდატი “საქართველოს სახელმწიფო მართვისა და პოლიტიკის ახალგაზრდული სამიტში” უფასოდ მიიღებს მონაწილეობას. კონკურსის შედეგები მონაწილეებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.